მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, „აზოვსტალის" ტერიტორიაზე დროებით მოწყობილი საავადმყოფოს ბოლოდროინდელი დაბომბვის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.„თქვენ უკვე იცით, რომ მათ საავადმყოფოს ბომბები ესროლეს, საჰაერო ბომბებმა გაანადგურეს საავადმყოფო, ეს ომის დანაშაულის ნიშანია", - აცხადებს ვადიმ ბოიჩენკო.
ბოიჩენკო ასევე აცხადებს, რომ რუსებს ოთხი ე.წ ფილტრაციის ცენტრი აქვთ მოწყობილი, სადაც იმ ადამიანებს ამოწმებენ, რომლებსაც ევაკუაცია სურთ. მისი თქმით, ზოგიერთი ოჯახი, ვისაც უკრაინის ტერიტორიის დატოვება სურს, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსებმა „აზოვსტალის" ტერიტორიაზე არსებული სამხედრო საველე ჰოსპიტალი დაბომბეს.