გურამ მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, არც ახლობლებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც უფლებრივი, უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების მხრიდან.
„პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ ადარდებს არავის, მათ შორის, არც ახლობლებს, ეს ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როცა ეს სჭირდება ერთიან მოღალატეობრივ პარტიას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე როგორც უფლებრივი, უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების მხრიდან. აქედან გამომდინარე, ოჯახის წევრებს და ახლობლებს კარგი იქნებოდა ასეთი ძლიერი შთაგონება სააკაშვილზე მაშინ მოეხდინათ, როცა ის სჩადიოდა დანაშაულებს, რისთვისაც ახლა იხდის სასჯელს. საზოგადოებას კარგად ახსოვს ყველაფერი. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთია - არ უნდა დააშავო, მაგრამ თუ დააშავებ, სასჯელი უნდა მოიხადო", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ სააკაშვილი ვერ ეგუება ციხეში ყოფნას, ეს მისი და მისი ახლობლების პრობლემაა.
მიხელ სააკაშილის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ თუ ორშაბათამდე მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ.