დიდუბის რაიონის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამ დროისთვის, დიღმის მასივის მესამე კვარტალში ასფალტის საფარი 8 449 კვ.მ ფართობზე დაიგო.
სამუშაოები განხორციელდა: დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კორპუსებთან, მე-12 და მე-13 კორპუსებთან, ასევე, 26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე და 31-ე კორპუსების მიმდებარედ. თითოეულ მისამართზე, ასფალტის დაზიანებული ფენა მოიხსნა, განხორციელდა ამორტიზებული ტროტუარისა და ბორდიურის დემონტაჟი, ამის შემდგომ კი, ასფალტის საფარი დაიგო როგორც სამანქანო გზაზე, ასევე, ტროტუარებზე. განხორციელებული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 478 450 ლარი გამოიყო. დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის მოწყობის სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს.