აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობამ 3 150 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი გადასცა.
სასაჩუქრე კალათები დიდუბის რაიონში მდებარე ოთხ უფასო სასადილოში დარიგდა.
ბენეფიციარების ნაწილს კი, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო გადაადგილება უჭირს, კალათები გამგეობის თანამშრომლებმა შინ მიუტანეს. აღნიშნულ პროცესში დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძეც ჩაერთო და ბენეფიციარებს ნობათი ადგილზე მიუტანა.
სააღდგომო ნობათი სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს, უსინათლოებს, ომისა და შრომის ვეტერანებს, ასევე, შეჭირვებულ მოსახლეობას ყოველწლიურად გადაეცემა.