4200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

 4200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურა 4200 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა. ჯამში, ასფალტის საფარი შვიდ მისამართზე დაიგო.

ასფალტის საფარი მოწესრიგდა თევდორე მღვდლის ქუჩის N3-ისა და ბაგრატიონის ქუჩის N27-ის თბილისური ტიპის ეზოებში, გუდაუთის ქუჩის N1-N3-ის ტროტუარებზე, ასევე N7_ის სავალ ნაწილზე. ასფალტის საფარი ასევე მოწესრიგდა შიდაკვარტალურ გზებზეც.  დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-14, 25-ე და 26-ე კორპუსების მიმდებარედ და მეხუთე კვარტლის მერვე კორპუსთან.

აღნიშნულ მისამართებზე ჩატარებული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 218 017 ლარი გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბი ემ სი“ შეასრულა.
დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული ასფალტის მოწესრიგებას რაიონის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს.