საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე, Twitter-ის გვერდზე, ოკუპანტების მიერ განადგურებული უკრაინული ქალაქების - ბუჩასა და ირპენის შესახებ წერს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.
„ბუჩა და ირპენი თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ისტორიას გვიყვებიან. ჩვენ ვნახეთ ომის საზარელი სურათები, რომელიც საღ აზრს, განსჯას და წარმოსახვას სცდება. ვუსამძიმრებთ მსხვერპლს და სრული მხარდაჭერა უკრაინას, უკრაინელ ერს ამ მძიმე დღეებში“, – წერს არჩილ თალაკვაძე.