გიორგი ამილახვარი:  როგორც ჩანს, ბაკურიანის შეკრებაზე დაიგეგმა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელზეც მფრინავ განცხადებას ალბათ, ხვალ სასამართლო დარბაზიდან მოვისმენთ

გიორგი ამილახვარი: როგორც ჩანს, ბაკურიანის შეკრებაზე დაიგეგმა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელზეც მფრინავ განცხადებას ალბათ, ხვალ სასამართლო დარბაზიდან მოვისმენთ

როგორც ჩანს, ბაკურიანის შეკრებაზე დაიგეგმა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელზეც მფრინავ განცხადებას ალბათ, სასამართლო დარბაზიდან მოვისმენთ, მაგრამ როგორც დესტრუქციის სხვა ყველა სერია ჩაუვარდათ, ასეთივე "წარმატება" ექნება ამასაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" ახალ გეგმებზე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არჩევნები საქართველოში იქნება 2024 წელს და არანაირი ვადამდელო არჩევნები არ ჩატარდება.

"ომის და მოღალატეების პარტია“ აგრძელებს დესტრუქციების სერიას. როგორც ჩანს, ბაკურიანის შეკრებაზე დაიგეგმა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელზეც მფრინავ განცხადებას ალბათ, სასამართლო დარბაზიდან მოვისმენთ, ნახეს, რომ ქვეყნის ომში ჩაბმა, უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის დაძაბვა ვერ მოხდა, ნახეს, როგორი წარმატებული ვიზიტი ჰქონდა პარლამენტის დელეგაციას და ახლა სავარაუდოდ, კიდევ ერთ ფანდს შემოაგდებენ, ეცდებიან, პროვოკაციულად გამოიწვიონ საზოგადოების მღელვარება, მაგრამ როგორც ყველა დანარჩენი სერია საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ჩაუვარდათ, ზუსტად ანალოგიური "წარმატება" ექნება ამ განცხადებას,"- განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს. მისი თქმით, "აქციის ნაცვლად, უნდა მოემზადონ დიდი ეროვნული დღესასწაულისთვის, სადაც ზეიმით გააცილებენ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან".