ლევან ხაბეიშვილი: ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია არის შესაძლებლობა რუსული პარტიისთვის საქართველოში, ამიტომ უნდა მოხდეს გაერთიანება საერთო მიზნის ირგვლივ, რაც ახალ არჩევნებს გულისხმობს

ლევან ხაბეიშვილი: ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია არის შესაძლებლობა რუსული პარტიისთვის საქართველოში, ამიტომ უნდა მოხდეს გაერთიანება საერთო მიზნის ირგვლივ, რაც ახალ არჩევნებს გულისხმობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან.

როგორც ხაბეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის გეგმაზე საუბრისას განუცხადა, რომელზეც მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 20 აპრილს ისაუბრებს, „გათითოკაცებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია არის შესაძლებლობა რუსული პარტიისთვის საქართველოში“, ამიტომ უნდა მოხდეს ყველას გაერთიანება საერთო მიზნისკენ.

„მნიშვნელოვანია შედგეს პროდასავლური ოპოზიციის ერთობლიობა, დაქსაქსული, გათითოკაცებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია არის შესაძლებლობა კრიმინალური მმართველობისთვის და რუსული პარტიისთვის საქართველოში. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ახალ არჩევნებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „ქართული ოცნების“ დამარცხება, ოპოზიციური სპექტრი იქნება თუ სამოქალაქო სექტორი, უნდა მოხდეს ყველას გაერთიანება საერთო მიზნისკენ, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და ჩატარდეს მშვიდობიანი, ღია, გამჭვირვალე არჩევნები“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს.

sapiqrali ეს ჩიტირეკია ჩვენ, უმრავლესობას, არ გვეკითხება გვინდა თუ არა არჩევნები?? და კიდევ - პრეზიდენტი არის ერთი - ქალბატონი სალომე. მიშა არის ექსპრეზიდენტი . რაო ლევან, "მცირე აკადემიაში" არ გასწავლეს, რა განსხვავებაა პრეზიდენტსა და ექსპრეზიდენტს შორის?????
3 წლის უკან