არჩილ თალაკვაძე: ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობა“ არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივ და ანტისისტემურ ნაბიჯებს დგამს, არამედ იგი ანტიდასავლური ოპოზიციის ფლაგმანია

არჩილ თალაკვაძე: ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაცმოძრაობა“ არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივ და ანტისისტემურ ნაბიჯებს დგამს, არამედ იგი ანტიდასავლური ოპოზიციის ფლაგმანია

საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციის მხარდამჭერია და საქართველო ვერ გახდება და არ გახდება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის გასაგებია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინაში ყოფნისას მოისმინა მეგობრების გულწრფელი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რაც საქართველომ უკრაინის მიმართ საერთაშორისო დონეზე გამოავლინა.

„კითხვის ნიშნები მოხსნილია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციის მხარდამჭერია და საქართველო ვერ გახდება და არ გახდება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის გასაგებია და ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები შეიძლება ითქვას, თანხვედრილია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივ და ანტისისტემურ ნაბიჯებს დგამს, არამედ იგი ანტიდასავლური ოპოზიციის ფლაგმანია.