საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მომხმარებელს მისთვის საჭირო სიახლეები შესთავაზოს. ამჯერად მობილბანკს ახალი ფუნქციონალი - ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა დაემატა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფუნქციონალის დახმარებით უკვე მარტივად და კომფორტულად, მობილბანკიდან შეძლებთ სასურველი კომპანიისგან სადაზღვეო პოლისის შეძენას.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ავტომობილის მართვისას მესამე პირისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს. პროდუქტი როგორც მესამე პირის ქონების დაზიანების, ასევე მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს ითვალისწინებს.
მობილბანკში უკვე შესაძლებელია სასურველი პოლისის რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად შეძენა როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვა ადამიანისთვის.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ფიზიკური პირების მფლობელობაში არსებულ ისეთ მსუბუქ ავტომობილებზე ვრცელდება, რომელიც არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის. სადაზღვეო პოლისის ვადა 1 წელია. დამატებით დეტალებს აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/37kfJqn
„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ახალი ციფრული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო ყოვლისმომცველი და კომფორტული ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის მეშვეობით, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა სხვადასხვა სადაზღვეო პირობებს შორის მისთვის სასურველი პოლისი მობილბანკიდან, მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად შეიძინოს. აღნიშნული ერთ-ერთია იმ უამრავ ინიციატივას შორის, რომელსაც ბანკი მომხმარებლის საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით ნერგავს. ჩვენი მიზანია, მობილბანკისა და სხვა ციფრული არხების გამოყენებით, კიდევ უფრო მეტ საჭირო სერვისსა და პროდუქტზე მივცეთ მომხმარებლებს მარტივი წვდომა. გვჯერა, ეს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ჩვენი მომხმარებლისთვის როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო ოპერაციების შესრულებას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე სიახლეების შეთავაზებას. მობილბანკის შესაძლებლობები უსაზღვროა“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან კობახიძე.