დიდუბის რაიონის გამგეობა შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას განაგრძობს. საგზაო ინფრასტრუქტურა დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 25-ე და 26-ე კორპუსების მიმდებარედ წესრიგდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი. პროექტის მიხედვით, მოეწყობა 130 გრძივი მეტრი ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი 1040 კვ.მ ფართობზე დაიგება. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის დიდუბის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოყო.