კახა კალაძე: არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და მცხოვრებლები - ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ უკრაინას და უკრაინელ ხალხს

კახა კალაძე: არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და მცხოვრებლები - ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ უკრაინას და უკრაინელ ხალხს

ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები - ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს უკრაინის რადას სპიკერის განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ მოხარული იქნება, თუ საქართველო კიდევ ერთხელ, უფრო მკაცრად შეუერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მკაცრს ზომებს მიიღებს ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით.

"საქართველო ყველაფერს აკეთებს, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, რათა უკრაინისთვის გამოეხატა მხარდაჭერა. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები. ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართ უკრაინას და უკრაინელ ხალხს",- აღნიშნავს კალაძე.