"რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ბლოკადის გარღვევას" - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი მარიუპოლზე

"რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ბლოკადის გარღვევას", - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი გერმანულ ჟურნალ SPIEGEL-თან ინტერვიუში.

ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსმა ოკუპანტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქალაქი მარიუპოლი აღებულია, რაც მისი თქმით, სიმართლე არაა.

„მარიუპოლი არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ჯარისკაცების გმირობის ძეგლი, მაგალითი. ქალაქის დაცემაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ. რუსებმა ჯერ თქვეს, რომ ქალაქი უკვე აიღეს, მერე თქვეს, რომ აღება გარდაუვალი იყო." - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მარიუპოლი აგრძელებს და გააგრძელებს ბრძოლას -"რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ბლოკადის გარღვევას", - თქვა ბუდანოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ მებრძოლებს გუშინ, 17 აპრილს, იარაღის დადება და ჩაბარება მოსთხოვა, რაზეც ტრადიციული უარი მიიღო.