„ნაციონალური მოძრაობა“ ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოებიდან ვერ გამოდის და ვერ ახერხებს, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესებს სახელმწიფოებრივად შეხედოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა მათი სახე, როგორც დესტრუქციული და რადიკალური პოლიტიკური ძალის, რომელიც ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოებიდან ვერ გამოდის და ვერ ახერხებს, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროცესებს სახელმწიფოებრივად შეხედოს“,- აღნიშნა გიორგი კახიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკრაინაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ.