არის სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც მიერთებული ვართ და საუბარი იმაზე, რომ საქართველოს სანქციებს არ უერთდება, ან არ აწესებს, ეს არასწორია ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა.
„არის ბილატერალური სანქციები, რომელიც მაგალითად ამერიკამ რომ დაუწესოს რუსეთს, ამას შინაარსი ექნება, მაგრამ იგივე სანქციები რომ დაუწესოს საქართველომ რუსეთს, ამას ექნება მხოლოდ სიმბოლური შინაარსი. პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ჩვენ გვეხება, რომ შემდეგი ნაბიჯები ადეკვატური გადავდგათ და უკრაინელების მხრიდან იმდენად დიდია სურვილი თანამშრომლობის, რომ ამაში პრობლემა არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.