უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას არ სურს უარი თქვას ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, რათა რუსეთთან ომი დაასრულოს.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები მზად არიან დონბასში რუსეთთან საბრძოლველად.
ზელენსკის განცხადებით, ამ ბრძოლას შეუძლია გავლენა იქონიოს მთლიანად ომზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას არ გააჩნია გარანტია, რომ მოსკოვი კვლავ არ შეეცდება კიევის აღებას, თუკი ის დონბასს დაიკავებს.
„ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი არ დაშვება ჩვენ მიწაზე, რადგან ეს არის ბრძოლა... მას შეუძლია გავლენის მოხდენა მთლიანად ომზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.