რუსული გაზის მწარმოებელი „გაზპრომი“ აგრძელებს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უკრაინის გავლით, ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად, - ინფორმაციას Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 17 აპრილისთვის, მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა 57 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.