შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დროშა ყოველთვის ფრიალებდა კიევში, საქართველოს საელჩოს წინ, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს დროშა ყოველთვის ფრიალებდა კიევში, საქართველოს საელჩოს წინ, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, Twitter-ზე, უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„მამაცი, გაბედული და თავდადებული ქართველი დიპლომატების წყალობით, საქართველოს დროშა ყოველთვის ფრიალებდა კიევში, საქართველოს საელჩოს წინ, ყველაზე სახიფათო დღეებშიც კი. თქვენი უშიშარი ძალისხმევა ძალიან დასაფასებელია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.