მე მგონი ეს არის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცონალური მოძრაობის“ პერმანენტული ჩხუბი. ვფიქრობ, უკრაინას ეს არ უკავშირდება - სინამდვილეში უკრაინა შიდა პოლიტიკურ ჩხუბში გამოიყენება,- ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა უკრაინაში ვიზიტისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ვიზიტი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან აქ პოლიტიკური პარტიების თითქმის სრული სპექტრია“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უკრაინაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებიან.