ბექა ოდიშარია: ძნელია უემოციოდ დატოვო ის, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ - 50 თვალახვეული, ხელებშეკრული ნაწამები ადამიანის სამარხი

ბექა ოდიშარია: ძნელია უემოციოდ დატოვო ის, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ - 50 თვალახვეული, ხელებშეკრული ნაწამები ადამიანის სამარხი

ძნელია უემოციოდ დატოვო ის, რაც ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ - ერთგან 60 ადამიანის, ერთგან 50 თვალახვეული, ხელებშეკრული ნაწამები ადამიანის სამარხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარია, უკრაინაში ვიზიტის დროს „ქრონიკას“ განუცხადა.

„მუშაობენ ფრანგი ჟანდარმები, უკრაინის კრიმინალური პოლიცია, შესაბამისი სტრუქტურები. ეს საოცარი, ლამაზი დაბა მიწასთან არის გასწორებული“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება. დელეგაციაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნებიან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.