შალვა პაპუაშვილი: სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმის, რა სურათებიც ვნახეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, კრამატორსკში

შალვა პაპუაშვილი: სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმის, რა სურათებიც ვნახეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, კრამატორსკში

სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია იმის, რა სურათებიც ვნახეთ ბუჩაში, ირპინში, ბოროდიანკაში, კრამატორსკში. ამ ხოცვა-ჟლეტვის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ეს ნაცნობი ისტორიებია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, უკრაინაში ამ ქალაქების ბედი ბევრმა სხვა ქალაქმა გაიზიარა, ჯერ კიდევ ბევრი უცნობი ისტორიაა მოსაყოლი. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მიიღოს უკრაინელების არჩევანი“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.