რუსლან სტეფანჩუკი: მადლობა ქართველ ხალხს, რომლებიც არა მარტო დაეხმარნენ და მხარი დაუჭირეს უკრაინელ ხალხს, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს, არამედ მათ, რომლებიც მოხალისეებად უდგანან გვერდით ჩვენს თავდაცვის ძალებს

მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომლებიც არა მარტო დაეხმარნენ და მხარი დაუჭირეს უკრაინელ ხალხს, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს, არამედ მათ, რომლებიც მოხალისეებად უდგანან გვერდით ჩვენს თავდაცვის ძალებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიას იცავენ, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

„ქალაქ ირპინში ჩემს ქართველ კოლეგასთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიმყოფები, ჩვენს უკან კულტურის სახლია, რომელიც რუსული აგრესიისთვის სამხედრო ობიექტი აღმოჩნდა და დაიბომბა. დღეს შესაძლებლობა გვქონდა კიდევ მოგვენახულებინა სხვადასხვა ადგილი, რომელიც რუსული არმიის სისხლიანი ქმედების სამიზნე გახდა. ვიყავით ქალაქ ბუჩაში, მოვინახულეთ მასობრივი სამარხების ადგილი, სადაც ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, რომლებიც დაგვთანხმდნენ აქ ჩამოსვლაზე“, - განაცხადა უკრაინის რადას თავმჯდომარემ.