რთულია, სიტყვებით აღწერო, რაც ბუჩაში ტრიალებს, ამის გულისთვის რუსეთმა უნდა აგოს პასუხი და უნდა აგოს ყველაზე მკაცრად, როგორც შეიძლება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა ბუჩაში განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
„სიტყვებით რთულია აღწერო, რაც აქ ტრიალებს; უდანაშაულო ადამიანების გვამები, ბავშვების, ქალების, ყველასი, ვინც შეხვდათ, უბრალოდ მხეცურად არიან დახოცილი და ჩაყრილი სხვადასხვა სამარხებში. ამის გულისთვის რუსეთმა უნდა აგოს პასუხი და უნდა აგოს ყველაზე მკაცრად, როგორც შეიძლება. 21-ე საუკუნეში ამის გამკეთებელი, ეს სახელმწიფო არ არის“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში გუშინ გაემგზავრა. დელეგაციის წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან, რის შემდეგაც ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდნენ.