არჩილ თალაკვაძე: საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა

არჩილ თალაკვაძე: საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ამ მძიმე წუთებში სრულად ვიზიარებთ მწუხარებას, სრულად ვიზიარებთ იმ ტრაგედიას, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაატყდათ თავს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა

„პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, მივუსამძიმრეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისა და უკრაინის მიმართ და ეს არის სწორედ ის კვალი, რასაც რუსეთის ფედერაცია ტოვებს ომისა და იმ მილიტარისტული რიტორიკის და აგრესიის შემდეგ, რომელიც უცხო არ არის საქართველოსთვისაც.

საქართველო, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინაშიც მალე დაბრუნდეს მშვიდობა და უკრაინას ჰქონდეს მშვიდობიანი განვითარების უფლება და გარანტიები მომავალში. “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში იმყოფება. დელეგაციაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნებიან „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.