დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 დიღმის მასივში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სპორტული მოედნების აღდგენის  პროცესი აქტიურად ხორციელდება. 

ამ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მეთორმეტე კორპუსის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედანზე მიმდინარეობს.

აღნიშნულ მოედანზე  დაზიანებების დემონტაჟი უკვე დასრულებულია.  შეიცვლება ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები, ასევე, დამონტაჟდება ლითონის მავთულბადე.

უახლოეს დღეებში მოედნების აღდგენა იგეგემება კიდევ  სამ მისამართზე - სამტრედიის ქუჩა N34-ში, გვეტაძის ქუჩა N4-სა  და წერეთლის გამზირის N87-ში.

სპორტული მოედნების აღდგენას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „ჯორჯიან ინვესტი“ ასრულებს. სამუშაოები 234 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ხორციელდება.