დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა

დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა.  სემეკის თავმჯდომარის სალექციო თემა ენერგეტიკის ბიზნესს შეეხებოდა, რომლის მოდელიც სპეციალურად კურსის მონაწილეებისთვის შეიქმნა.

დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის  ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ტრენინგ კურსი მიმდინარეობს. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის რეგულირების საკითხებს და გაეცნობიან ტარიფების კალკულაციის  პრაქტიკულ მაგალითებს. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ სემეკის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლები.