გიორგი ვაშაძე:

გიორგი ვაშაძე: "ქართული ოცნება" რაღაცას მოიგონებს, მერე ამის გაგრძელებას, მეორე სერიას იგონებს - მიმიწვიეს შეხვედრაზე და წავედით, უნდა ყოფილიყო ყაზბეგში და წავედით ბაკურიანში

ეს არის პოლიტიკური შოუმენობა, რომელსაც დგამენ იმისთვის, რომ მთავარ საკითხებზე არ ვიმსჯელოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებასა და რევოლუციური გეგმების დასახვაზე მმართველი გუნდის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ რაიმე ბრალდება აქვს ხელისუფლებას, გამოიძიონ, თუმცა, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყურადღება მთავარი საკითხებიდან გადაიტანონ. ვაშაძე ამბობს, რომ სამი-ოთხი თემით სცადეს გადაეფარათ უკრაინაში ვიზიტის და ევროკავშირის კითხვარის თემები, რაც არ გამოვიდა და ახლა ისევ რევოლუციის თემა მოიგონეს.

"როცა "ქართული ოცნება "არის ძალიან მძიმე დღეში, გამოდის და რაღაცას მოიგონებს, მერე ამის მეორე სერიას -გაგრძელებას იგონებს, გუშინ ხომ თქვეს, რომ შეიკრიბნენ, დღეს თქვეს, რომ წიგნი იყო ტირანიაზე, ხვალ იტყვიან, რომ ამ წიგნის მესამე თავი იყო როგორიღაცა... მაგალითად, გაგახსენებთ ნარკოტიკების საკითხს გახარიასთან დაკავშირებით, გახსოვთ ხომ - "აი ნარკომანია გახარია" და ა.შ.მერე რომ მინელდა ეს თემა, გახსოვთ რა თქვეს? - "ქალი ჰყავს სიაში ჩასმული, რომელმაც გაასინჯა ნარკოტოკები" და მთელმა საქართველომ დაიწყო ლაპარაკი - "რომელია ეს ქალი". ეს არის პოლიტიკური შოუმენობა, რომელსაც დგამენ იმისთვის, რომ მთავარ საკითხებზე არ ვისმჯელოთ.

როგორ ვილაპარაკო ამაზე სერიოზულად? მიმიწვიეს შეხვედრაზე და წავედით. უნდა ყოფილიყო ყაზბეგში და მერე წავედით ბაკურიანში, სხვათა შორის, ვიჯექით ისეთ ადგილზე, გვერდზე დადიოდა ხალხი, უფრო მეტს გეტყვით - ყველა ჩავრთეთ ამ რევოლუციური სცენარის განხორციელებაში", - აცხადებს ვაშაძე.