„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციაში იქნება.
„მგონია, რომ ყველაფერი იდეალურად ლაგდება. ძალიან კარგია, რომ „ნაცმოძრაობა“ მარტო დარჩა. ყველა პოლიტიკური ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად მიდის უკრაინაში. გამოდის, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც „ფეიკს“ ავრცელებს, არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა - ომის პარტია ბორტსმიღმა უნდა იყოს. ისინი დარჩნენ ბორტსმიღმა. ეს ძალიან სიმბოლური, ნიშანდობლივი და ძალიან კარგია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.