ბუჩასა და იაგიდნეში, რუსული ჯარების გასვლის შემდეგ, ორი ჟურნალისტის, რომან ნეჟიბორეცისა და ზორესლავ ზამოისკის ცხედრები იპოვეს

ბუჩასა და იაგიდნეში, რუსული ჯარების გასვლის შემდეგ, ორი ჟურნალისტის, რომან ნეჟიბორეცისა და ზორესლავ ზამოისკის ცხედრები იპოვეს

ბუჩასა და იაგიდნეში, რუსული ჯარების გასვლის შემდეგ, ორი ჟურნალისტის, რომან ნეჟიბორეცისა და ზორესლავ ზამოისკის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს.

ნეჟიბორეცის გვამი უკრაინის სოფელ იაგიდნეში, ხოლო ზორესლავის ბუჩაში აღმოაჩინეს. ორივე მათგანის გვამი ადგილობრივებმა რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს.

„ჩვენ შეძრულები ვართ ჟურნალისტების რომან ნეჟიბორიცისა და ზორესლავ ზამოისკის გარდაცვალებით და მოვუწოდებთ უკრაინას რომ გამოიძიონ მომხდარი“,- განაცხადა გულნოზამ, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და აზიის კოორდინატორმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსულ და უკრაინულ სამხედრო ძალებს აქვთ პასუხისმგებლობა უზრუნველყონ პრესის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოში მუშაობა.

რუსულმა ძალებმა სოფელი იაგიდნე 5 მარტს დაიკავეს, ამ დროს ნეჟბორეცი ოჯახთან ერთად აფარებდა სოფელს თავს და აქტიურად აშუქებდა მოვლენებს. გაუჩინარებიდან ცოტა ხნით ადრე მან დედამისს დაურეკა, რომ კოლეგებისთვის ხმა მიეწვდინა და ყველა სამუშაო ჯგუფიდან წაეშალათ. ოჯახის ინფორმაციით, ნეჟბორეცი რუსმა სამხედროებმა 5 მარტს წაიყვანეს. მათივე მოსაზრებით, იგი დაახლოებით 6 აპრილიდან 9 აპრილის პერიოდშია მოკლული.

ზამოსკი ბუჩასა და ირპენში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში აქტიურად აშუქებდა და ადგილობრივ მედია საშუალებებს აწვდიდა ინფორმაციას. მისი ბოლო პოსტი 4 მარტით თარიღდება.

მისი ცხედარი ადგილობრივებმა ბუჩას ქუჩაში იპოვეს. მისი გარდაცვალების თარიღი ამ დრომდე არ არის დადგენილი.


რუსული ძალები ბუჩაში 29 თებერვალს შევიდნენ და 31 მარტს დატოვეს ტერტორია. კიევის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით რუსულმა ძალებმა, ბუჩაში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.