ბექა დავითულიანი: როგორღაც, უნდა შევთანხმდეთ და შედგეს უკრაინაში ვიზიტი. ყველაფრის გადატანა იმაში, რომ „ნაცი“, „ქოცი“ და უბედურება აღარ შეიძლება!

ბექა დავითულიანი: როგორღაც, უნდა შევთანხმდეთ და შედგეს უკრაინაში ვიზიტი. ყველაფრის გადატანა იმაში, რომ „ნაცი“, „ქოცი“ და უბედურება აღარ შეიძლება!

როგორღაც, უნდა შევთანხმდეთ და შედგეს უკრაინაში ვიზიტი. ყველაფრის გადატანა იმაში, რომ „ნაცი“, „ქოცი“ და უბედურება აღარ შეიძლება!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის „ვიზიტში ადამიანების რაოდენობასაც პოლიტიკურ თემად ნუ გადავაქცევთ“.

„მთავარია, რომ ჩავიდეს პარლამენტი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით და ნუ, უნდა მოვერგოთ რეალობას, სხვა რა გზაა?! იქ რისი საშუალებაცაა, იმდენი უნდა წავიდეთ.

ვიზიტში ადამიანების რაოდენობასაც პოლიტიკურ თემად ნუ გადავაქცევთ. პოლიტიკური თუა, მაშინ საერთოდ არ წავიდოდით ოპოზიციასთან ერთად. დავსხდებოდით, უმრავლესობაშიც ძალიან ბევრს გვინდა წასვლა, წავიდოდით და მორჩა! ახლა თუ ასე ვერ დალაგდა ვერაფერი, სხვა რა გზა იქნება. ამიტომ, როგორღაც, უნდა შევთანხმდეთ და შედგეს ვიზიტი. ყველაფრის გადატანა იმაში, რომ „ნაცი“, „ქოცი“ და უბედურება აღარ შეიძლება!“, - განაცხადა დავითულიანმა.

შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტისთის მზადყოფნა გამოთქვა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთანაც მიმდინარეობდა, თუმცა მხარეები დელეგაციის შემადგენლობაზე ვერ შეთანხმდნენ, ამიტომ სავარაუდოდ, საქართველოდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება.