უკრაინის თავდაცვის სამინისტრო:  რუსი ოკუპანტები, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სისტემატურ სარაკეტო დაბომბვებს ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახორციელებენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსი ოკუპანტები, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სისტემატურ სარაკეტო დაბომბვებს ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახორციელებენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განახლებულ ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის 50-ე დღეს, რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას აგრძელებს.

„რუსი მტერი საავიაციო ჯგუფის შექმნას, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთ საზღვართან აგრძელებს. უკრაინაში, რუსი მტრის მიერ, სარაკეტო იარაღის გამოყენების მუდმივი საფრთხე არსებობს. რუსი ოკუპანტები, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სისტემატურ სარაკეტო დაბომბვებს ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახორციელებენ. მტერს აქტიური მოქმედება, ვოლინისა და პოლესკოეს ოლქებზე არ განუხორციელებია. რუსეთი, ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებასა და ქალაქის არტილერიით დაბომბვას აგრძელებს, ახდენს დანაყოფების გადაჯგუფებასა და მარაგის შევსებას. დონეცისა და ტავრიას მიმართულებით, მტერი სლავიანსკის, პოპასნასა და კურახოვოს რაიონებში იბრძოდა და ქალაქ მარიუპოლში შეიჭრა. ეს არ იყო წარმატებული შეტევა და ბრძოლა გრძელდება. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იძულებითი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. გარდა ამისა, რუსეთის სარდლობამ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 60-70 ათასი ადამიანის მობილიზება გადაწყვიტა, თუმცა აღნიშნული მხოლოდ 20%-ით შესრულდა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.