ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უკრაინაში ოპოზიცია ცალკე გაემგზავრება

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უკრაინაში ოპოზიცია ცალკე გაემგზავრება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიცია და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ცალ-ცალკე გაემგზავრებიან.

„დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომელიც არის ჩვენი ფრაქციის პოზიცია, ჩემი პარტიის პოზიცია. კარგია, თუ შალვა პაპუაშვილი მიემგზავრება უკრაინაში, რაც ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადებიდან და კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ ეს არ იქნება ერთობლივი ვიზიტი. ოპოზიცია წავა ცალკე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე – ცალკე. ეს იყო ჩემი პოზიცია, რაც ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის უმრავლესობას ვუთხარი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო.

„სხვადასხვა აზრი იყო. ეს არის ჩემი პოზიცია და როგორც აღმოჩნდა, ეს პოზიცია საბოლოოდ დაფიქსირდება. ანუ, ჩვენ, ოპოზიცია წავალთ ცალკე, როგორც თავიდან იყო, ხოლო უმრავლესობა, პარლამენტის თავმჯდომარე წავა ცალკე. „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო ასე ვთქვათ, გარკვეული შემოთავაზება, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი შემოთავაზებები – ალოგიკური, ვაჭრობასავით არ შეიძლება, უკრაინას დაუკავშირო. ამიტომ ჩემი, ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მყარი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.