შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, აუცილებელია, ამ ვითარებაში უკრაინის ელჩი საქართველოში იყოს

შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, აუცილებელია, ამ ვითარებაში უკრაინის ელჩი საქართველოში იყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, უკრაინის ელჩის საქართველოში ყოფნა აუცილებლად მიაჩნია.

„რაც შეეხება ელჩის საკითხს, ჩვენი მოლოდინი არის, ამაზე ვსაუბრობდით, რომ ვერ ვხედავთ ამის ახსნას, ამ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდეს უკრაინის ელჩი. ეს უკვე არ გახლავთ პარლამენტის პრეროგატივა, იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები ამასთან დაკავშირებით შეთანხმდებიან, იმსჯელებენ და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის ამ ვითარებაში, უკრაინის ელჩი საქართველოში იმყოფებოდეს. როგორც იცით, ჩვენი ელჩი ბოლო წუთამდე, როდემდეც შეიძლებოდა ყოფნა, იყო კიევში და მხოლოდ რამდენიმე დღით გადავიდნენ კიევის მიღმა, შემდეგ დაბრუნდნენ კიდევაც კიევში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.