მოხარული ვართ, რომ გარკვეული გაუგებრობები ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და კოლეგებთან მეტნაკლებად გარკვეულია და ეს ვიზიტი, რომელიც სამძიმარს და ჩვენი ქვეყნის თანადგომას გულისხმობს უკრაინელი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რა თქმა უნდა, განხორციელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, პარლამენტიდან იქნება შესაბამისი დელეგაცია, რომლის წევრების რაოდენობა და ვინაობა კიდევ ზუსტდება.
„ეს ვიზიტი იქნება კიდევ ერთხელ მკაფიო დასტური ქართული მხარის, საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.