ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.
„შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა დაადასტურა. ძალიან მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები დასრულდა. ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტარებს საშუალებას მისცემს საკუთარი თვალით ნახონ რა ხდება უკრაინაში და დაადასტურებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას!“ - აღნიშნა რუსლან სტეფანჩუკმა.