რომან გოცირიძე: რომ ვთქვა, ძალიან გვიხარია უმრავლესობის წევრებთან ერთად წასვლა უკრაინაში, მოვიტყუები

რომან გოცირიძე: რომ ვთქვა, ძალიან გვიხარია უმრავლესობის წევრებთან ერთად წასვლა უკრაინაში, მოვიტყუები

რომ ვთქვა, ძალიან გვიხარია უმრავლესობის წევრებთან ერთად წასვლა უკრაინაში, მოვიტყუები,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობიდან“ დელეგაციის წევრი, დღეს გადაწყდება.

„კარგია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა შეიგნეს, რომ ეს გაბუტვა და უკრაინისადმი არასოლიდარული დამოკიდებულება ქვეყნისათვის ძალიან ცუდი და რეპუტაციის შემლახავი იყო. ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა წასვლა, ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება საპარლამენტო დელეგაცია. რომ ვთქვა, ძალიან გვიხარია უმრავლესობის წევრებთან ერთად წასვლა უკრაინაში, მოვიტყუები. როდესაც ოპოზიციას კრიმინალებს ეძახიან და რადარებიდან გაქრობის გეგმა აქვთ, ასეთ დროს სულაც არ არის კომფორტული მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფოსა და ქვეყნის ინტერესებს სჭირდება, ჩვენ ამ დელეგაციაში მონაწილეობას მივიღებთ. თუ ვინ იქნება დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამას დღეს გადავწყვეტთ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან და დაუდასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა.

amo სამაგიეროდ ისინი არიან ბედნიერი
3 წლის უკან