ფართოდ გავრცელებული ფსიქოლოგიური პრობლემები

ფართოდ გავრცელებული ფსიქოლოგიური პრობლემები

მსოფლიოში ფსიქოლოგიური პრობლემების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. ხშირად, ფსიქოლოგიური პრობლემების უშუალო მიზეზი დაუდგენელია, თუმცა პაციენტების მკურნალობა მაინც შესაძლებელია, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ნორმალური ცხოვრების საშუალებას აძლევს. 

ფსიქოლოგიურ პრობლემებს შორის ყველაზე ხშირია ნევროზი და დეპრესია. ისინი მსოფლიოში გავრცელების სიხშირით ვირუსულ გრიპსაც კი უტოლდებიან.  სტრესი, ოჯახური ურთიერთობები, მენტალური აშლილობა, ფობია - ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რა შემთხვევაშიც ადამიანი ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებს.

ფსიქოლოგებთან ჩატარებული სეანსები პაციენტების სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას და მენტალური პრობლემების მოგვარებას ემსახურება, რაც ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება. 

როგორ მოვიქცეთ ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობისას?

ფსიქოლოგიური პრობლემების გამოვლინების დროს, მნიშვნელოვანია ექიმს დროულად მიმართო. REDMED-ი ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევს პროფესიონალ ფსიქოლოგებთან კონსულტაცია შენთვის მოსახერხებელ დროს გაიარო. პლატფორმის საშუალებით თავიდან აიცილებ კლინიკების რიგში დგომას და ფსიქოლოგის რეკომენდაციებს სწრაფად და მარტივად მიიღებ. 

REDMED-ით მარტივად შეგიძლია დაუკავშირდე ცნობილ ქართველ ფსიქოლოგებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციითა და რეპუტაციით. REDMED-ი გაძლევს საშუალებას, რომ გაეცნო მომხმარებლების შეფასებებს ამ ექიმების შესახებ, დაეყრდნო მათ გამოცდილებას  და შეარჩიო შენთვის სასურველი ექიმი. 

ფსიქოლოგთან კონსულტაციამდე პაციენტმა წარსულში ჩატარებული მკურნალობის, გადატანილი დაავადებებისა და ჩივილების შესახებ ინფორმაცია უნდა მოამზადოს. სასურველი პროვაიდერი კლინიკისა და დაზღვევის არჩევის შემდგომ, საჭირო დოკუმენტაციის მიღება ონლაინ პორტალზე მარტივად შეგიძლია. 

REDMED-ი თანამედროვე, მაღალპროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული პლატფორმაა, სადაც საჭირო რეკომენდაციების მიღება, სწორი მკურნალობის დასაწყებად სასურველ დროსა და ადგილას შეგიძლია. 

ციფრული სამედიცინო პლათფორმები მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება და პანდემიურმა გარემომ დისტანციურ სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. REDMED-ით ფსიქოლოგიური პრობლემების გამოვლენა და მკურნალობა მოხერხებული და სწრაფი პროცესია. ვიდეო ან აუდიო კონსულტაციის დროს მომხმარებელი შეკითხვებზე პასუხს დაუყოვნებლივ იღებს, რაც დაგვიანებული მკურნალობით გამოწვეულ პრობლემებს თავიდან აგარიდებს.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტივია.