ალბათ უნდა განგვებაჟებინა არაჟნებთან ერთად და გაგვეშვა უკან - ეს იქნებოდა ჰუმანური, მაგრამ სახელმწიფომ იმოქმედა როგორც სისტემამ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„სახელმწიფომ იმოქმედა როგორც სისტემამ, როგორც უნდა ემოქმედა. ეს პირი [მიხეილ სააკაშვილი] დააკავა როგორც დამნაშავე და სასჯელს იხდის სათანადო დაწესებულებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.