ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს ინტერვიუს, რომელიც შედგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მოვისმინეთ ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს ინტერვიუს, რომელიც შედგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მოვისმინეთ ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით

ჩვენთვის მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და ამ კუთხით შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, შალვა პაპუაშვილის უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებულ კონსულტაციებში ყველა იყო ჩართული მმართველი გუნდიდან, მათ შორის პრემიერ-მინისტრიც.

„კონსულტაციებში ჩართული იყო ყველა, პრემიერიც; გავიზიარეთ შალვა პაპუაშვილის ინიციატივა უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით. სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით. ჩვენ ასევე ყურადღებით ვადევნებდით თვალ-ყურს ინტერვიუს, რომელიც შედგა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც მოვისმინეთ საინტერესო ოპტიმიზმით გაჯერებული გზავნილები ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი გახდა ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უმაღლეს დონეზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და ამ კუთხით შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე“, - განაცხადა კობახიძემ.