ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს „ფეიკი“, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოლიტპატიმრებად იყვნენ მოხსენიებული სააკაშვილი, მელია და რურუა - ეს სიცრუეა

„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს „ფეიკი“, თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული როგორც სააკაშვილი, ასევე მელია და რურუა, რაც არის სრული სიცრუე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„აქ საუბარი იყო იმაზე, რომ საკუთარი პარტიები ამ ადამიანებს მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, არც არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ. პოლიტპატიმრებად ამ ადამიანებს არავინ მოიხსენიებს,გარდა საკუთარი პარტიებისა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.