13 აპრილს, 10.00 სთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე „ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ISET-ის და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია, შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ტიმოფეი მილოვანოვი, ქართველი და უკრაინელი ექსპერტები, საბანკო და საფინანსო სფეროს, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მისამართი: სასტუმრო „რუმსი“, გარდენ ჰოლი, თბილისი, კოსტავას ქ.14