კარლ ჰარცელი: 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს

კარლ ჰარცელი: 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლისთავთან დაკავშირებით ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს.

„9 აპრილს საქართველო საბჭოთა მმართველობისგან გათავისუფლების დღეს აღნიშნავს. 1989 წელს საქართველო გმირულად წინ აღუდგა საბჭოთა შეიარაღებული ძალების სისასტიკეს. ქვეყანა ცრემლით ხვდება ამ დღეს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.