სოზარ სუბარი „პატრიოტთა ალიანსის

სოზარ სუბარი „პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტზე: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სისხლიანი და არაადამიანური ომის ფონზე, ქართული პარტიის რუსეთში წასვლა, ქართული და ცივილიზაციის ინტერესების გამყიდველობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

„ზოგადად, ინაშვილის პოზიცია მკაფიო იყო, ყოველთვის ამას აკეთებდა და მისი მსგავსი ქმედება მიუღებელი იყო, თუმცა დღეს, როდესაც, უკრაინაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი, სისხლიანი და არაადამიანური რუსეთის მიერ წარმოებული ომია, ამ ფონზე, ქართული პარტიის რუსეთში წასვლა, ქართული და ცივილიზაციის ინტერესების გამყიდველობაა“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.