უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილის დანიშვნას ეხმაურება.
„მოუთმენლად ველით საქართველოს საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულ მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად მუშაობას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით. გვაქვს საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა და აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.