საქართველოს პარლამენტის სპიკერი, შალვა პაპუაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებებს ტყუილს უწოდებს.
„მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე.