სოზარ სუბარი: 2008 წლის შემდეგ სამჯერ დაინიცირდა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია უკრაინის პარლამენტში და არც ერთხელ არ გავიდა

სოზარ სუბარი: 2008 წლის შემდეგ სამჯერ დაინიცირდა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია უკრაინის პარლამენტში და არც ერთხელ არ გავიდა

როდესაც ქვეყანაში არის ომი, როდესაც ხდება ბუჩის, მარიოპოლისა და ირპენის ტრაგედია, რა თქმა უნდა არ აირს პასუხების დაბრუნების დრო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც უნდა ეს ყველაფერი საქართველოშიც განვითარდეს. პირველ რიგში ვგულისხმობ ქართველ ოპოზიციონერებს. ამას არ დავუშვებთ ჩვენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც ლაპარაკია საქართველოს მხარდაჭერაზე, 2008 წლის შემდეგ სამჯერ დაინიცირდა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია უკრაინის პარლამენტში და არც ერთხელ არ გავიდა. მეოთხე რეზოლუცია იყო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ცნობას გულისხმობდა. საუბარია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობაზე. არც ეს რეზოლუცია გავიდა თუმცა გაცილებით მეტი ხმა მოიპოვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.