ბათუ ქუთელია:  ელჩის გაწვევაში გასაკვირი არაფერია და ზელენსკისთან არც სასაყვედურო გვაქვს - ის არის თავისი ქვეყნის ლიდერი, ომშია და პარტნიორებისგან ბუნებრივია, პარტნიორობას უნდა მოითხოვდეს და არა ომში ღალატს

ბათუ ქუთელია: ელჩის გაწვევაში გასაკვირი არაფერია და ზელენსკისთან არც სასაყვედურო გვაქვს - ის არის თავისი ქვეყნის ლიდერი, ომშია და პარტნიორებისგან ბუნებრივია, პარტნიორობას უნდა მოითხოვდეს და არა ომში ღალატს

ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით გასაკვირი არაფერია და ზელენსკისთან არც სასაყვედურო გვაქვს. ის არის თავისი ქვეყნის ლიდერი, არის ომში და პარტნიორებისგან ბუნებრივია, პარტნიორობას უნდა მოითხოვდეს და არა ომში ღალატს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" პარტია "დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში, ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროსა და რუსულ აგრესიულ იმპერიას შორის, საქართველომ სამწუხაროდ, რუსეთის მხარე აირჩია და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან საქართველოდან ელჩის გაწვევა სწორედ ამას უკავშირდება.

მისივე თქმით, ზელენსკის ელჩის მუშაობა იმის გათვალისწინებით არ მოეწონა, რომ საქართველომ მოლოდინები არ გაამართლა და ომში უკრაინის გვერდით არ დადგა.

"საქართველოს შემთხვევაში, ურთიერთობის ამ ფაზაში გადაყვანა სიგნალია ამ მთავრობისთვისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც, იმიტომ, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს არის საერთო, როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური ფრონტის ნაწილი. უკრაინას დღეს ძლიერი დიპლომატიური ფრონტი აქვს გაშლილი. ძალიან ბევრი პარტნიორი ჰყავს, აქტიურად ეხმარებიან. არიან ნელ-თბილი ქვეყნები და არიან ქვეყნები, რომლებიც საერთოდ არანაირ პოზიციას არ იკავებენ. საქართველო სადღაც შუაშია გაჩხერილი. რაღაცებს ვაკეთებთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, კერძო და ინდივიდუალური ინიციატივებით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომთან სისტემური პოლიტიკა სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს. ასე რომ, აქ გასაკვირი არაფერია და არც სასაყვედურო გვაქვს დღეს ჩვენ ზელენსკისთან ამ შემთხვევაში. ის არის თავისი ქვეყნის ლიდერი, არის ომში და პარტნიორებისგან ბუნებრივია, უნდა მოითხოვდეს პარტნიორობას და არა ომში ღალატს," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

amo " რუსეთ-უკრაინის ომთან სისტემური პოლიტიკა სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს ". ბლაბლაბლა, ჭკუის კოლოფი!
3 წლის უკან