აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალში დაგეგმილ „რეფერენდუმზე“: არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები „სამხრეთ ოსეთის“ მომავალზე, რომელიც საქართველოს ნაწილია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ცხინვალში დაგეგმილ „რეფერენდუმზე“: არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები „სამხრეთ ოსეთის“ მომავალზე, რომელიც საქართველოს ნაწილია

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციას - საქართველოს ნაწილების ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, შეასრულოს საქართველოსთან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რა არის დეპარტამენტის პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

„არც დე ფაქტო ხელისუფლებას და არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები „სამხრეთ ოსეთის“ მომავალზე, რომელიც საქართველოს ნაწილია. ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაცია და ანექსიის მცდელობა 2014 წელს, ისევე როგორც ჩვენ არ ვაღიარეთ კრემლის ცინიკური მცდელობა, ეღიარებინა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რეპუბლიკები“ უკრაინაში შეჭრამდე, ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტული ძალისხმევის შედეგებს, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაყოფისკენ. ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,”- განაცხადა ნედ პრაისმა.