დავით სერგეენკო დანილოვის განცხადებაზე: ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან, მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს

დავით სერგეენკო დანილოვის განცხადებაზე: ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან, მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან, მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს. ხანდახან, უკრაინის პრეზიდენტიც ხისტ განცხადებებს აკეთებს დასავლური ინსტიტუციების მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვაკრიტიკოთ. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უკრაინაა, ძალიან რთულია, პრაგმატული იყო. ყოველ დღე საუბარია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. პრაგმატულობა კარგია, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელი არ არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა: „სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდა. დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დღეს დაკავებული რომ იყვნენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“.

amo მაინც რას ნიშნავს ექიმობა და წარმოშობა.
3 წლის უკან