დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
სხვადასხვა პროექტთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთო სარგებლობის ჭიშკრებს.
ქუთაისის ქუჩის N15-სა და ყიფიანის ქუჩის N12-ში განხორციელებული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 754 ლარი გამოიყო.
აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.